22:56 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-07 17:09:57, 763 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტს თავისი განწყობის დეკლარირება არ მოუხდენია, იმედია, გაიზიარებს ჩვენს არგუმენტებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტს შეხვედრაზე თავისი განწყობები, აპირებს თუ არა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში“ კანონპროექტზე ვეტოს დადებას, არ გამოუხატავს.

მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი გაიზიარებს მათ არგუმენტებს.

„აჟიოტაჟი კანონპროექტთან დაკავშირებით არის გადაჭარბებული, რადგან არაფერი განსაკუთრებული იქ  არ ყოფილა. ყველაფერი თავისი სამართლებრივი არგუმენტებით მოვუყევით პრეზიდენტს და რადგან სამართლებრივად არცერთი ნიუანსი არ არსებობს, სადაც არის პრობლემა, რადგან საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კონსტიტუციასთან აბსოლუტურ თანხვედრაშია ეს კანონპროექტი და გაცილებით მკაცრია მსგავსი ქმედებისთვის ევროპის ქვეყნებში, იმედი გვაქვს, პრეზიდენტი გაიზიარებს ამ არგუმენტებს.

მას არ მოუხდენია ჩვენთან თავისი განწყობის დეკლარირება. მან ყურადღებით მოგვისმინა, თავისი კითხვები დასვა და მის დასკვნებზე მე წინაწარ ვერ ვილაპარაკებ. წინასწარ ვერ ვილაპარაკებთ ვეტოს დაძლევაზე - თუ პრეზიდენტმა ვეტოს დადების გადაწყვეტილება მიიღო, რაც, ჩემი აზრით, სამართლებრივ არგუმენტებს ვერ დაეყრდნობა, ამ შემთხვევაში, გააჩნია რა არგუმენტაცია მოჰყვება ამას და ამის შემდეგ იმსჯელებს ვეტოს დაძლევაზე პარლამენტი. თუ იქნება ისეთი საკითხები, რაც განხილვადია და რაციონალურ მსჯელობაში ჯდება, ამაზე მსჯელობაც შეიძლება. ჩემი ვარაუდია და შეიძლება სუბიქტური ვარ, სამართლებრივი არგუმენტაცია, თუ რატომ შეიძლება ვეტო დაედოს, არ არის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics