2021-05-07 16:08:35, 591 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მივიდა.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით მივიდა მთავრობის მეთაური სალომე ზურაბიშვილთან.
ცნობისთვის, მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდნენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან