2021-05-07 15:25:31, 543 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, მამუკა მდინარაძესა და მიხეილ სარჯველაძეს ხვდება.
შეხვედრაზე, რომელიც 15:00 საათზე ათონელის რეზიდენციაში დაიწყო, სავარაუდოდ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავენ.
ცნობისთვის, მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, პრეზიდენტმა აუდიენციები გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მათგან „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან“ დაკავშირებული არგუმენტები მოისმინა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან