22:57 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-07 12:21:42, 607 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს

არ არის ეს ისეთი მტკივნეული კანონპროექტი, რომლის შედეგადაც აპოკალიფსური სურათები უნდა დაიხატოს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს.

„ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, მზად არის წარადგინოს საკუთარი არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით და შესაბამისად, მეტი სიცხადე შეიტანოს ამ დისკუსიებში. თუ როგორი იქნება განხილვის შედეგად გადაწყვეტილება, წინასწარ პროგნოზების გაკეთების აუცილებლობა არ არის. შესაბამისად, საამისოდ, ვეტოს დადებისთვის წინაპირობები არ არსებობს. არ არის ეს ისეთი მტკივნეული კანონპროექტი, რომლის შედეგადაც აპოკალიფსური სურათები უნდა დაიხატოს. არ მგონია, რომ არგუმენტაცია, რომელსაც ოპოზიცია ასახელებს, სწორია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ამნისტიის შესახებ“ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics