22:56 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-06 18:42:32, 685 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ენერგოგაერთიანება - ჩვენ მზად ვართ, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და მთავრობასთან ვიმუშაოთ

„ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებსა და მთავრობასთან, რათა გამოვნახოთ გამოსავალი“, - აღნიშნავს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილე, დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლე ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მიერ დღეს გავრცელებულ რელიზში.

დირკ ბუშლე,  გარემოს დაცვის ექსპერტ ალექსანდრა ბუჯაროსკასთან თანამშრომლობით და საქართველოს მთავრობის მოწვევით, ჩაერთვება „ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით არსებულ სადისკუსიო პროცესში, იქნება შუამავალი მხარეებს შორის და აღნიშნულ პროცესს წარმართავს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან მიმართებით ყველა დოკუმენტისა და პროცედურების შეფასების მიზნით.

„ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება არ არის მხოლოდ მთავრობათა ან პროექტების განმახორციელებელთა გაერთიანება. ჩემი მიზანია მოლოდინების შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მოვიძიოთ გამოსავალი. ამ პროცესში ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველას მიეცეს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა გამოწვევა იყოს თავმოყრილი. პარალელურად, სამდივნო განიხილავს გარემოსდაცვითი პროცედურების დაცვით მომზადებულ დოკუმენტაციას“, - აღნიშნავს დირკ ბუშლე ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების რელიზში, რომლის მიხედვითაც ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს არაერთხელ მიმართეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და გამოხატეს შეშფოთება ნამახვანის ჰესების კასკადის  პროექტის გარემოზე ზემოქმედებისა და უსაფრთხოების თაობაზე. „ბოლო თვეების განმავლობაში, პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებოდა და აპროტესტებდა სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი მოსახლეობა. მარტში, პროექტის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლები და მთავრობა შეთანხმდნენ კაშხლის მშენებლობის დროებით, სულ მცირე, ცხრა თვით შეჩერების შესახებ“, - აღნიშნულია რელიზში.

აღსანიშნავია, რომ ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებულ დისკუსიაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოს მთავრობის მიმართვის საფუძველზე ჩაერთო. გასულ კვირას პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა ერთობლივი წერილით მიმართეს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრს, ასევე ონლაინ შეხვედრა გამართეს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილესთან, დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის დირექტორ დირკ ბუშლესთან, რომლის დროსაც განხილული იქნა ნამახვანი ჰესის პროექტში ევროკავშირის მაღალი დონის ენერგეტიკული ორგანიზაციის ჩართულობის საკითხი.

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ენერგეტიკული გაერთიანების შიგნით დავების მოგვარების შესაძლებლობები, ერთი მხრივ, სახელმწიფოებს/ეროვნულ ორგანოებს შორის, და მეორე მხრივ, კერძო პირებს შორის. ასევე განიხილოს კომერციული დავები კერძო პირებს შორის; დავა სახელმწიფოებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის; ან დავები ენერგეტიკული საზოგადოების ხელშეკრულების მხარეებსა და სამდივნოს შორის. ესაა ხანგრძლივი არბიტრაჟის ალტერნატივა, რომელსაც გააჩნია გადაწყვეტილების მიღების მოქნილი მექანიზმი. ცენტრის საქმიანობა ემყარება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს გამოცდილებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics