|
2021-03-31 15:57:42, 768 ნახვა
რეგიონი
შუახევში, მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
შუახევში, მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, შუახევის მერი მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის: მოისმინეს 2021 წლის პირველ კვარტალში გაწეული საფინასო საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ანზორ ცეცხლაძემ წარმოადგინა. მიმდინარე წლის პრიორიტეტებით გათვალისწინებული პროგრამების საპროექტო და სატენდერო სამუშაოების მიმდინარეობაზე ისაუბრეს ეკონომიკის, დარგობრივი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა ალი კეკელიძემ და შესყიდვების სამსახურის უფროსმა ომარ აბუსელიძემ. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებაში შეტანილი ცვლილებები, საბჭოს წევრების უფლებამოსილებები და 2021 წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. სხდომა აქტიური კითხვა-პასუხისა და დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ხელმძღვანელმა პირებმა უპასუხეს საბჭოს წევრების შეკითხვებს. განიხილეს ასევე სხვა შემხვედრი საკითხებიც. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიზანია მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა თვითმმართველობის საქმიანობის განხორციელების პროცესში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)