|
2021-03-19 13:16:00, 460 ნახვა
რეგიონი
„წითელი ნუსხის“ სახეობის მდინარის კალმახის ქვირითით და ლარვით მდინარე სკინტავა, კვერეთულა და ჩიხურა დათევზიანდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტის 2016 წლიდან ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანება ხდება. „ველური ბუნების სააგენტოს წარმომადგენლებმა „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის ქვირთითა და 50 000-მდე ლარვით (სტადია ლიფსიტობამდე) მდინარე სკინტავა, კვერეთულა და ჩიხურა დაათევზიანეს. ე.წ.„თვალების სტადიაზე” ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს, ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცესს. ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე სათავეებში ეწყობა. სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)