|
2020-12-29 12:20:38, 794 ნახვა
კომენტარი
პაატა იმნაძე - ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, 10 იანვრიდან 20 იანვრამდე, შესაძლოა შემთხვევებმა მოიმატოს
ყველაზე მეტად მაშინებს ახალი წელი, სადღაც 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შესაძლოა, შემთხვევებმა მოიმატოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს დაშვებული ვაჭრობის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის დიდად გაზრდას არ ელოდება. „ჯერჯერობით რა ინფორმაციაც გვაქვს, სამწუხაროდ პირადად ნახვის საშუალება არ გვქონია, მაგრამ დიდ მოლებში წესები კარგად არის დაცული. აქედან გამომდინარე განსაკუთრებულ გართულებას არ ველოდებით. შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა და ამას მე მგონი ჩვენი შეფასება არ სჭირდება. ყველას ხედავს ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში როგორი იყო სიტუაცია, ეს ყველაზე უკეთ იგრძნეს ჩემმა კლინიცისტმა კოლეგებმა, რომლებსაც ოდნავ ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის სტაბილური, მყიფეა. ამიტომ არ მგონია, რომ მაღაზიების გახსნამ დიდად მოუმატოს შემთხვევების რიცხვს. ყველაზე უფრო მაშინებს ახალი წელი, როცა ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ძველებურად შეეცდება შეხვდეს ახალ წელს და მოინახულოს თავისი ახლობლები. შესაბამისად, დაახლოებით 10 იანვრიდან 20 იანვრამდე შეიძლება შემთხვევებმა მოიმატოს“, - აღნიშნა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)