02:48 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 20:27:43, 522 ნახვა

კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: მომდევნო 4 წელი ქვეყნის მთავარი გამოწვევა იქნება გაზრდილი ვალისა და დეფიციტის შემცირება

2021 წლის და არა მარტო 2021 წლის, არამედ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის და ბიუჯეტისთვის მთავარი გამოწვევა იქნება გაზრდილი ვალი და გაზრდილი დეფიციტი, -  ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის შემდეგ დაიწყოს დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირება. 

"იცით, რომ ეს არის ერთადერთი გზა ვალის შემცირებისთვის.  ეს არის გადამწყვეტი და ეს არაერთხელ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა,  რომლის საფუძველიც ფისკალური დისციპლინაა არის გადამწყვეტი. ეს არის ჩვენი კეთილდღეობის და უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობის ყველაზე მთავარი წინაპირობა, რომ არ გაუარესდეს მაკრო პარამეტრები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მაგალითები იმისა, რომ ჩვენთან შედარებით ძლიერი ეკონომიკის, მაღალი კულტურისა და დიდი ისტორიის ქვეყნებმა (საბერძნეთი, ლიბანი) საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღეს იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ისინი არ იმართებოდნენ სწორად, ფისკალური და მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, რამაც ისეთი ზიანი მიაყენა მათ, რომელსაც მინიმუმ ერთი დეკადა დასჭირდება, რომ მოხდეს ვითარების რეაბილიტაცია და აღდგენა. რასაკვირველია,  ჩვენ ეს არ გვემუქრება, არ გვემუქრება არცერთ შემთხვევაში, თუმცა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. კიდევ გიმეორებთ, ჩვენი ამ წლის დეფციტი არის 9%  რაც უკიდურესად მაღალია, მაგრამ ადეკვატურია პანდემიის გამოწვევებთან მიმართებაში. შემდეგი წლის დეფიციტი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ პარლამენტში, არის 7,5% რაც ასევე მაღალია და უკვე 2022 წლიდან  ჩვენ უნდა დავიწყოთ მკვეთრი დაღმასვლა, რათა შევინაჩუნოთ მაქსიმუმ 3%-იანი მაჩვენებელი", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics