19:00 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-24 15:56:02, 654 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - მთავრობის ყველა რეფორმა კერძო ბიზნესის გაძლიერებისკენაა მიმართული

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა წარმოადგინა ძალიან კომპლექსური მოხსენება, რომელიც შეეხება სამთავრობო პროგრამას. ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რაც, პირველ რიგში, ძალიან ძლიერი, თავისუფალი კერძო ბიზნესის არსებობას ითვალისწინებს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, მთავრობის მიერ აქამდე გატარებული ყველა რეფორმა და ისინიც, რომელთა განხორცილებაც უახლოეს ოთხ წელიწადში იგეგმება, მათ შორის ეკონომიკის სფეროში, სწორედ კერძო ბიზნესის გაძლიერებისკენაა მიმართული.

„რათა კერძო ბიზნესი გავხადოთ სოციალურად პასუხისმგებლიანი და გავხადოთ მთავარ მამოძრავებელ ძალად ეკონომიკის გაჯანსაღების პოსტკოვიდ პერიოდში და, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების და დასაქმების შემქმნელად", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
კობახიძე - გიორგი ნემსაძის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ქართული ფეხბურთისთვის
ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს ხატია დეკანოიძე - ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics