|
2020-10-06 11:11:00, 1432 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 4 პაციენტიდან 3 აჭარაში, ერთი კი მცხეთის ცხელების ცენტრში მკურნალობდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 4 პაციენტიდან 3 აჭარაში მკურნალობდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული სექტორის ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. როგორც ენდელაძემ აღნიშნა, სამივე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. „ახალი გარდაცვალების 4 შემთხვევა დადასტურდა. აქედან სამი არის აჭარაში, ერთი 68 წლის მამაკაცია, რომელიც კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში, თანმხლები დაავადებებით შევიდა. არის 64 წლის ქალბატინი მძიმე თანმხლები დაავადებებით, შაქრიანი დიაბეტით, ჭარბწონიანი და არის კიდევ 84 წლის მამაკაცი. მეოთხეს შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ვფლობ“, - განაცხადა ენდელაძემ. კოროვირუსით გარდაცვლილი 4 პაციენტებიდან ერთი მცხეთის ცხელების ცენტში მკურნალობდა. კლინკაში განაცხადეს, რომ პაციენტს თანმხლებიდ დაავადებები ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 268-ით გაიზარდა, ხოლო ვირუსით გარდაიცვალა კიდევ 4 პაციენტი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)