სალომე ზურაბიშვილი: რუსეთში საკუთარი პიარისთვის ჩასვლა, ნორმალურ ქვეყანაში მძიმე სიტყვებით შეფასდება!
ქვეყანაში რომელსაც ოკუპანტად ვაღიარებთ, საკუთარი პიარისთვის ჩასვლა, ნორმალურ ქვეყანაში ძალიან მძიმე სიტყვებით შეფასდება, - ასე ეხმაურება „საქართველოს გზის“ საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს.