ნათია ფანჯიკიძე ივანიშვილს: ასი ახალი ცოლი რომ მოიყვანოს, ირაკლი არის ის ადამიანი, ვის გამოც მზად ვარ მოვკვდე
„ძვირფასო ბატონო ბიძინა, მე ვიყავი პირველი მსხვერპლი, ვისაც მოახსენეთ, რომ ის ქალი ვარ, რომლის ქმარსაც ყველა აინტერესებს, ჩემს გარდა და ყოველი ქვეყნიდან გასვლისას სხვა ქალებს დაატარებს საზღვარგარეთ“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.