14:11 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 16:32:05, 2706 ნახვა

Lifestyle
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი მეუღლე და ვაჟი ბრიუსელის აეროპორტიდან ტერაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოფრინდნენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ სანდრა რულოვსი და მისი ვაჟი ბრიუსელის აეროპორტში იმყოფებოდნენ.

სააკაშვილის თქმით, მისი მეუღლე და ვაჟი ბრიუსელის აეროპორტიდან ტერაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე გაფრინდნენ.

„როდესაც ამ ტრაგედიის შესახებ წავიკითხე, უკვე ვიცოდი, რომ მათ მოახერხეს გამოფრენა და მაშინვე დავფიქრდი იმ მსხვერპლთა ახლობლებსა და ნათესავებზე, რომელთაც ვერ მოახერხეს გადარჩენა. ეს საშინელი ტრაგედიაა, თუმცა, როგორც ჩანს, არა - უკანასკნელი. უნდა აღვნიშნო, რომ გარდა სხვა მიზეზებისა, ეს არის ზედმეტად დიდი ბიუროკრატიის, თავაშვებულობისა და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების უუნარობის შედეგი“, - წერს სააკაშვილი.

ცნობისთის, რამდენიმე საათის წინ ბრიუსელში აფეთქება ჯერ ბრიუსელის აეროპორტში, ერთი საათის შემდეგ კი ქალაქის ცენტრში, მალბეკის მეტროსადგურში მოხდა. საერთაშორისო მედიის ცნობით სულ დაღუპულია 32 ადამიანი და დაჭრილია 100-მდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics