19:28 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-06 11:01:32, 685 ნახვა

Lifestyle
ხიდაშელი: არასდროს მივლია ადვილი გზით და ახლაც ასეა - მოვდივარ ზესტაფონში და მაქვს გამარჯვების იმედი

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს და ზესტაფონში პარტიის მხრიდან მის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად წარდგენას ეხმაურება.

ხიდაშელის განცხადებით, ის წარმოშობით ზესტაფონის რაიონ სოფელ სვირიდანაა. „მოვდივარ ზესტაფონში, იმედი მაქვს გამარჯვების, ვიცი ზესტაფონი იმსახურებს დეპუტატს, რომელსაც მისი ფუნქცია ესმის და რომელიც მზად არის დღე და ღამე თქვენთან ერთად, თქვენთვის იშრომოს და იბრძოლოს“, - აცხადებს ხიდაშელი.

„თინა ზესტაფონშიო!!!
რატომაო?

" ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი ერთად გავიმარჯვოთ, არ გაქვთ კომპლექსები აქტიური ქალის, გაქვთ კავშირი ზესტაფონთან, გინდათ იყო მონაწილე ძალიან მაგარი კამპანიის, მიიღოთ კარგი გამოცდილება კამპანიის, საჯარო პოლიტიკის, დიდი ადრენალინი კეთილ, მაგარ იმერლებთან ურთიერთობით ან უბრალოდ გიყვართ იქაურობა შემეხმიანეთ, აქ, პირადში, ტელეფონზე."

1. მე პირადად დავიბადე და გავიზარდე თბილისში, და არ დაიწყებ ეხლა სინამდვილეში ასე და ისეთქო. თბილისელი ვარ, მაგრამ წარმოშობით სვირელი, სწორედ ზესტაფონის რაიონის სოფელი სვირიდან. 
2. თბილისელობის გარდა სრულიად ყველა მხრიდან და ყველა გადასახედიდან იმერელი ვარ და იდენთიფიცირება სწორედ იქაურობასთან მაქვს. 2008-ში ზესტაფონში მიტინგზე ვთქვი ერთხელ "სახლში მოვედი"-თქო და არასოდეს დამავიწყდება ზესტაფონლების რეაქცია. 
3. სწორედ ეს რეაქციაა, რომელიც შემდეგ არაერთხელ გამომიცდია, ჩემი სამწლიანი ქუთაისური ცხოვრების ზესტაფონური დრო მაძლევს ენერგიას და იმედს. 
4. 4 წლის წინ საგარეჯოში წავედი. მაშინაც ყველა შოკშო იყო. საგარეჯოდან ერთი ბებია მყავდა და სულ ეს იყო ამ თბილისელი გოგოს ბმა იქაურობასთან, მაგრამ ბევრი გულზე მჯიღის მცემელისგან განსხვავებით, მაშინ ოლქი მოვიგე. არ დაგავიწყდეთ თითქმის 40% აზერბაიჯანულია ის ოლქი. და მაინცდამაინც ვერც ვერავინ მოიგო მაშინ ე.წ. განწირული წითელი ოლქები.
5. ხოდა, არც არასდროს მივლია ადვილი გზით და არც ეხლა ვგეგმავ. 
6. მოვდივარ ზესტაფონში, იმედი მაქვს გამარჯვების, ვიცი ზესტაფონი იმსახურებს დეპუტატს, რომელსაც მისი ფუნქცია ესმის და რომელიც მზად არის დღე და ღამე თქვენთან ერთად, თქვენთვის იშრომოს და იბრძოლოს.
7. ყველას, ვისაც გაქვთ სურვილი ჩემთან ერთად გაიმარჯვოთ, არ გაქვთ კომპლექსები აქტიური ქალის, გაქვთ კავშირი ზესტაფონთან, გინდათ იყო მონაწილე ძალიან მაგარი კამპანიის, მიიღოთ კარგი გამოცდილება კამპანიის, საჯარო პოლიტიკის, დიდი ადრენალინი კეთილ, მაგარ იმერლებთან ურთიერთობით ან უბრალოდ გიყვართ იქაურობა შემეხმიანეთ, აქ, პირადში, ტელეფონზე.

წავიდეთ და მოვიგოთ!!!“, - წერს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გუშინ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი კი ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატად არის დასახელებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics