„ტრამპმა აქტს ხელი მოაწერა - პირველად მოხდა აშშ-ის კანონით აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება“
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად მოხდა აშშ-ის კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.