21:07 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 15:02:40, 3666 ნახვა

Lifestyle
„ეს განვითარების საწინდარია“ - შემოსავლების სამსახურმა კომპანიას ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა დაუბრუნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, კომპანია Construction Service-ს ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა დაუბრუნა.

ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელი გიორგი გაბუნია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

გაბუნია ხელისფლებას ქვეყანაში ბიზნესთან ურთიერთობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისთვის მადლობას უხდის.

„7 წელი გახდება მალე მას შემდეგ რაც ჯარიდან გაძევებულებმა პატარა კომპანია დავაარსეთ და მეშვიდე წელს საგადასახადოც გვესტუმრა. სიმართლე მინდა ვთქვა ცოტას ვნერვიულობდი და დაძაბული ველოდებოდი შედეგს. გუშინ მივიღეთ შეტყობინება რომ დასრულდა შემოწმება და რამდენად გასაკვირი არ უნდა იყოს აღმოჩნდა რომ ბიუჯეტში ამ წლების განმავლობაში ზედმეტად გადახდილი თეთრები გადათვალეს და უახლოეს დღეებში კომპანიის ბარათზე დაგვერიცხება 33 000 ლარი !

ეს ჩემთვის დაუჯერებელი ამბავია, რადგან თანხის დაბრუნება კი არა, ათეულობით ჩემი ნაცნობს მცირე დარღვევებისთვის ციხეები აქვთ მოვლილი და დღესაც წაგლეჯილის გასტუმრებას ცდილობენ.

გულწრფელად ვუხდი მადლობას იმათ ვინც ბიზნესთან სახელმწიფოს ურთიერთობის ასეთი ადამიანური და მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა ქვეყანაში.

ეს განვითარების საწინდარია!“, - წერს გიორგი გაბუნია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics