"მე არ გამიგია, რომ აგარაკებზე სიარული დაიწყო მთავრობამ და მითუმეტეს, მშენებლობა",-ასე გამოეხმაურა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია "ტაბულას" ჟურნალისტის შეკითხვას, რომ მცხეთის აგარაკების ქირაობასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდა, ახლა კი, იქ ასვლას დღევანდელი მთავრობის წევრები გეგმავენ.