|
2016-08-30 13:54:53, 1349 ნახვა
კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: ვმუშობთ, რომ მცხეთიდან ავტობანი ვლადიკავკაზამდე გაგრძელდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე ბიზნების წარმოამდგენლებთან ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გზების მშენებლობა იგეგმება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მცხეთა-ლარსის გზის მშენებლობლისას იგეგმება, რომ გზა ვლადიკავკაზამდე მივიდეს. გარდა ამისა, კვირიკაშვილმა აღნიშნა, 4 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალისა და თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობლობა იგეგმება. “4 წლის განმავლობაში ვგეგმავთ დავასრულოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, სარფიდან დაწყებული წითელ ხიდამდე და სადახლომდე. ასევე ავაშენოთ თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანი. გარდა ამისა, მცხეთა-ლარსის გზის მშენებლობას - ინჟინრები მუშაობენ ალტერნატიულ გადაწყვეტაზეც. ვფიქრობთ, რომ ეს გზა მთლიანად ავაცილოთ დევდორაკის მონაკვეთს, სადაც ყოველწლიურად პრობლემები იქმნება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გარდა ამისა, კვირიკაშვილის განცხადებით, დაგეგმილია ქუთაისიდან ცაგერის და ლენტეხის გავლით სვანეთისკენ, გზა გვირაბების მეშვეობით გზის გაყვანა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)