|
2016-08-30 14:32:31, 1611 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე: პაატა ბურჭულაძის ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა
პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საუბარია სოციალური დახმარებების მიზნობრივად დახარჯვაზე. „პაატა ბურჭულაძის ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. ჩვენი გათვლებით, სოციალურ პროექტებში მილიონ ადამიანამდე იქნება ჩართული. გვსურს, რომ მიზნობრივი პროგრამები გავზარდოთ და ეს პროგრამები არ იყოს ყველასთვის უფასო და ა.შ. გვინდა, რომ ვისაც უჭირს, კონკრეტული შემოსავალი მასთან მივიდეს. შესაბამისად, ბურჭულაძის გამოსვლის დროს, ეს იყო სიტყვების თამაში და მეტი არაფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუბარია იმაზე, რომ მილიონამდე ოჯახი სხვადასხვა ტიპის სოციალურ დახმარებას მიიღებს. დღეს ზოგიერთ დახმარებას აბსოლუტურად ყველა იღებს - ღარიბიც და მდიდარიც. ჩვენ გვინდა, რომ დახმარებები იყოს მიზნობრივი“, - განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ განმუხურში მაჟორიტარობის წარდგენისას განაცხადა, რომ მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობის მილიონამდე გაზრდას გეგმავს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)