წიკლაური: იმ სიამოვნებას ვერ მივანიჭებ, რომ მთელი საზოგადოებისა და მედიის თვალწინ სუს-ის შენობაში ვიარო
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღის წერგიში კვლავ რჩება. თუმცა, როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ნუგზარ წიკლაურმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, სუს-ში მისვლას ისევ არ აპირებს. თუმცა, წიკლაურის განმარტებით, თუ გამომძიებლები მიაკითხავენ, ოღონდ ისე, რომ საარჩევნო კამპანიაში ხელს არ შეუშლიან, მათთან ითანამშრომლებს.