ივანიშვილი ჩანაწერებზე: ავთენტურობა რომ არ დადასტურდეს, გამოვლენ და იტყვიან, ავთენტურია, ნამდვილად ვილაპარაკეთო
ჩემი წარმოდგენით, ავთენტურობაზე უარი რომ თქვას პროკურატურამ, გამოვლენ და იტყვიან როგორ, ავთენტურია, ჩვენ ნამდვილად ვილაპარაკეთო. ამით რეკლამას იკეთებენ. ვერ შეცვალეს თავიანთი ხელწერა, არ აქვთ ამის ნიჭი და რესურსი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც სავარაუდოდ, ყოფილ პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების საუბარია ასახული.