|
2016-10-28 11:54:51, 1643 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გოცირიძე: თუ მთავრობის ფინანსური პოლიტიკა არ შეიცვალა, ლარის შემდგომი გაუფასურების რისკი კვლავ არსებობს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობის არასწორი საბიუჯეტო პოლიტიკა და ეროვნული ბანკის შეცდომები კვლავ მაკროეკონომიკური არასტაბილურობის წყაროდ რჩება. გოცირიძის თქმით, დონორები თავს იკავებენ ბიუჯეტში უკვე დამტკიცებული თანხების დროულად გადმორიცხვაზე, რადგან მთავრობა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს. „საბიუჯეტო შემოსავლებში არის სერიოზული დანაკლისი. გარდა საგადასახადო შემოსავლებისა, არ სრულდება არცერთი გეგმა, როგორც შემოსავლების, ასევე დეფიციტის დაფინანსების წყაროების მიხედვით. დონორები თავს იკავებენ ბიუჯეტში უკვე დამტკიცებული თანხების დროულად გადმორიცხვაზე, რადგან მთავრობა არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ის ფაქტი, რომ შესაძლოა აღნიშნული თანხები დეკემბრის ბოლოს ჩაირიცხოს და ფორმალურად აღდგეს წონასწორობა შემოსავალ-გასავალს შორის, სრულადაც არ ნიშნავს იმას, რომ შუალედურ პერიოდში შექმნილი ვითარება არ ახდენდეს გავლენას მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. მთავრობა არსებულ გარღვევას ფარავს ერთის მხრივ, ძველი ნაშთებიდან თანხების ხარჯვით, რომელიც დღეისათვის 270 მილიონ ლარს შეადგენს და მეორეს მხრივ, საშინაო ვალის მოცულობის უკანონო ზრდით. მთავრობა არღვევს კანონს ბიუჯეტის შესახებ, სადაც სახაზინო ვალდებულებების განთავსების გზით ნებადართულია შიდა ვალის ზრდა 200 მილიონი ლარის ოდენობით. დღეისათვის მან 290 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 90 მილიონი ლარით მეტია დაგეგმილზე“,-განაცხადა რომან გოცირიძემ. მისივე შეფასებით არარაციონალურია ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურა. „ლარის უკანასკნელი პერიოდის გაუფასურება, მიუხედავად ბოლო ორი თვის განმავლობაში განხორციელებული დიდძალი ინტერვენციებისა ( 180 მილიონი დოლარი), სუსტი ეკონომიკური ზრდის, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ზედმეტი ჩარევისა და ფისკალურ და მონეტარულ სფეროში დაშვებული შეცდომების შედეგია. ეროვნული ბანკისა და მთავრონბის მხრიდან ამის გადაბრალება ერთ-ერთ მსხვილ გარიგებაზე, საფუძველსმოკლებულია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციები დაახლოებით სამჯერ აღემატება ხსენებული ტრანსაქციის უზრუნველსაყოფად სავარაუდოდ საჭირო უცხოური ვალუტის მოცულობას“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)