მომხმარებელს სესხის აღება ონლაინ აღარ შეეძლება - მსგავსი ტიპის ბიზნეს მოდელი უქმდება
ონლაინ სესხების გაცემა დღეს არსებული სახით და პირობებით აღარ მოხდება. ანუ, აიკრძალება სესხების ონლაინ გაცემა და მსგავსი ტიპის ბიზნეს მოდელი აღარ იმუშავებს. მომხმარებელს სესხის ასაღებად განაცხადის გაკეთება ადგილზე, საფინანსო ორგანიზაციის ოფისში მოუწევს, რაც როგორც მთავრობაში განმარტავენ, მოქალაქეს გარკვეულ რისკებს თავიდან ააცილებს.