|
2016-12-13 14:06:03, 2390 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გახარია ლარის კურსზე: ეს მოკლევადიანი თემაა, ველოდებით დასტაბილურებას
„რაც დღეს ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის ის ვალატილობა, რომელიც აისახება თურქეთის ლირასთან მიმართებაში. შესაბამისად, ეს მოკლევადიანი თემაა“,-ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას. როგორც გახარიამ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითად სავაჭრო პარტნიორებში მიმდინარე მოვლენები, საქართველოზე გავლენას ახდენს. თუმცა, გახარია ლარის კურსის დასტაბილურებას ელოდება: „ჩვენ ვართ პატარა, ღია ეკონომიკა. მოვლენები, რომლებიც ვითარდება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში, შეუძლებელია, ჩვენს ეკონომიკაზე არ აისახოს. ჩვენ ველოდებით დასტაბილურებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა სწორედ ეკონიმიკის განვითარებისკენ და კურსის დასტაბილურებისკენაა მიმართული. გიორგი გახარია ასევე გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრის მიერ დაგეგმილ შეხვედრებს რუსულ კომპანიების„გაზპრომ-ექსპორტისა“ და კომპანია „ინტერ-რაოს“ ხელმძღვანელობასთან. გახარია ამბობს, რომ ეს სტანდარტული მოლაპარაკებებია, რომელიც ყოველწლიურად იმართება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)