2017-01-10 14:12:50, 1642 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ე.წ. მოსმენების კანონი არასამთავრობო სექტორის ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი
„ე.წ. მოსმენების კანონი არასამთავრობო სექტორის ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„კონულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს. შესაბამისი კანონის გადასინჯვა ასეთი ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ე.წ. ფარული მოსმენების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს პირველ შეხვედრას გამართავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან