13:57 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
თამარ ჩუგოშვილი: დახურულ კარს მიღმა თვითონ არის, რადგან ყველა იმ ოთახშია, გარდა პრეზიდენტისა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, ვისაც ქვეყნის ინტერესები ადარდებს, რატომ არ სურს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება.

 

შავგულიძე: მესამე რაუნდის ფორმატში პრეზიდენტის საკითხი არ განგვიხილავს და არ ვიცი, სად გადაწყდა

 საკონსტიტუციო კომისიის წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, მესამე რაუნდის ფორმატში პრეზიდენტის საკითხი არ განუხილავთ.

 

შავგულიძე კობახიძის განცხადებაზე: ასეთი შეურაცხმყოფელი მიმართვა ევროსასამართლოსადმი, ევროინტეგრაციის სურვილს ეწინააღმდეგება

"ასეთი კრიტიკული და შეურაცხმყოფელი მიმართვა ევროპული სასამართლოსადმი, ჩვენს ევროპაში ინტეგრაციის მისწრაფებას და სურვილს ეწინააღმდეგება",-ასე გამოეხმაურა "თავისუფალი დემოკრატების" წევრი შალვა შავგულიძე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას.

 

გოცირიძე: კომისიამ მხარი რომც არ დაუჭიროს, დიდი ალბათობით, ქორწინების შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში გაჩნდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის, გიორგი გოცირიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, დიდი ალბათობით, კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერი გაჩნდება.

 

პრეზიდენტი: ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, ნიუ იორკის ბირჟას და გადაცემას „ვის უნდა 20 ათასი“

"ვაღიარებ, რომ ვაკონტროლებ სტრასბურგის სასამართლოს, ნიუ იორკის ბირჟას და ვაკონტროლებ გადაცემას „ვის უნდა 20 ათასი“, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ილიაუნიში სტუდენტის კითხვას, რომელიც სტრასბურგის სასამართლოსთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხებოდა.

 

შრომის ზედამხედველობის ორგანოს შექმნაზე ჩანაწერი საკონსტიტუციო ცვილებების პროექტიდან ამოღებულია

საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მიღწეული შეთანმხება, შრომის  ზედამხედველობის   ორგანოს   შექმნის თაობაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიდან ამოღებულია.

 

კალაძე: „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება იძლევა შესაძლებლობას, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებული არ ვიყოთ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველო რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებული არ იყოს.

 

შავგულიძე ქორწინების დეფინიციაზე: „ოცნება“ არასწორი წინასაარჩევნო კამპანიის ტყვეობაში მოექცა

„თავისუფალი დემოკრატები“ კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის ასახვას მხარს არ უჭერენ.  პარტიის პოზიცია ჟურნალისტებს შალვა შავგულიძემ გააცნო.

 

ნარჩემაშვილი ქორწინების დეფინიციაზე: საზოგადოების სურვილია, კონსტიტუციაში მოხდეს მისი ასახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, საზოგადოების სურვილია, რომ კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის ასახვა მოხდეს.

 

აბაშიშვილი: პრეზიდენტის ფუნქციები მცირდება, იცლება პირდაპირი არჩევის წესი და პრეზიდენტი რჩება ადმინისტრაციის გარეშე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ, ერთობლივ დოკუმენტს აფასებს და აცხადებს, რომ დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, როცა პრეზიდენტს უმცირდება ფუნქციები და მისი არჩევის პირდაპირი წესი არაპირდაპირით იცვლება,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის დადანაშაულება კომისიაში შემავალ ოპოზიციურ პარტიებთან კონსპირაციულ შეთქმულებაში აზრს მოკლებული და არალოგიკურია.

 

პრემიერი: 2017-2020 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2017-2020 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება.

 

პრემიერი: საკმარისი რესურსი გვაქვს, რომ ჩვენი ყველა რეგიონი განვითარებული იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის

 „ჩვენმა ქვეყანამ უკვე შექმნა წარმატების ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია,  მოვიპოვეთ თავისუფლება, ჩვენი ქვეყანა დავაყენეთ დემოკრატიული განვითარების  გზაზე და სტაბილური  განვითარებით ვქმნით ახალ რეალობას“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

„კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის პრეზიდენტი, სტრასბურგის სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოხდენას ცდილობდნენ“

იყო სტრასბურგის სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა და ამ გავლენის ქვეშ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

 

ელისაშვილი ნარმანიას: ვერ შეძელი წინააღმდეგობის გაწევა, გადაგიარეს

„ყველაზე დიდი ქომაგი და მეგობარი გყავდი. გეუბნებოდი, არ მიდის რაღაც სწორად, გადაგივლიან - მეთქი",- ასე მიმართა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა დედაქალაქის მერს, რომელმაც დეპუტატებს ერთ წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

 

შორენა ბუხრაშვილი: რეჟიმები შეჭამენ ისეთ კეთილსინდისიერ ადამიანებს, როგორიც დავით ნარმანიაა

„მოსახლეობა გააცნობიერებს, რომ რეჟიმები შეჭამენ ისეთ კეთილსინდისიერ ადამიანებს, როგორიც ბატონი დავით ნარმანიაა", - ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა შორენა ბუხრაშვილმა განაცხადა.

 

დოლიძე პარლამენტის შესაძლო გადატანაზე: ამგვარი შესაძლებლობა თუ გაჩნდება, წინააღმდეგი არ ვარ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, თუ გადაწყდება, რომ პარლამენტი თბილისშიც და ქუთაისშიც იყოს, ის ამის წინააღმდეგი არაა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics