|
2017-04-25 13:48:34, 1742 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ხმალაძე: არსებობს რესურსი, Интер РАО-სთან საკითხი მოლაპარაკების გზით დასრულდეს
ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკარგის კომპენსირების მიზნით, საქართველოსთან საარბიტრაჟო დავას Интер РАО-ც გეგმავს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ დაადასტურა, რომ კომპანიისგან საპრეტენზიო წერილი მიიღეს. მისივე განმარტებით, მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა საკითხი მოლაპარაკების გზით გადაიჭრას და არბიტრაჟში დავა არ მოუწიოთ. თუმცა, ირაკლი ხმალაძის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, თუ საქმე დავამდე მივა, აქვთ არგუმენტირებული პოზიციები, რომლითაც სადავო პროცესის ნეგატიური შედეგის გარეშე დასრულებას შეძლებენ: „საკითხი არ არის არბიტრაჟამდე მისული. მათ წარმოადგინეს გარკვეული საპრეტენზიო წერილი, რომელიც ასევე გათვალისწინებულია მთავრობასთან გაფორმებულ მემორანდუმში. ეს არის ის ფორმალური პროცესი, რომელიც უნდა გაიაროს ამ საკითხმა, რომ მივიდეს დავამდე. ამ ეტაპზე უბრალოდ წარმოდგენილია წერილობითი მოთხოვნა, რომელიც ასაბუთებს Интер РАО-ს პოზიციებს. საკითხი გადასულია უკვე მოლაპარაკების ეტაპზე. ჩვენ ვართ კონსულტაციის რეჟიმში. იმედი გვაქვს, კონსულტაციები დასრულდება პოზიტიურად იმ თვალსაზრისით, რომ არ მოგვიწევს შემდგომ არბიტრაჟში გადასვლა. ნაადრევია ამ ეტაპზე საუბარი არბიტრაჟში დავასთან დაკავშირებით. ესაა პირველი შემთხვევა, როცა საკითხი მიდგა იქამდე, რომ მოდი მაშინ გადავინაცვლოთ არბიტრაჟში. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი და არსებობს იმისი გზები და ალტერნატივა, რომ საკითხი მოლაპარაკების გზით დასრულდეს და არ მოგვიწიოს არბიტრაჟში წასვლა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმე მაინც მივა დავამდე, ჩვენ გვაქვს ის არგუმენტირებული პოზიციები, რომლითაც შევძლებთ სადავო პროცესების დასრულებას ისე, რომ არ მივიღოთ ნეგატიური შედეგი“,-განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ხმალაძემ. ხმალაძე ასევე აღნიშნავს, რომ "იმ შემთხვევაში, თუ საკითხი მოლაპარაკების გზით დასრულდება, ამას არ ექნება ნეგატიური ზეწოლა სამომხმარებლო ტარიფებზე". "2007 წლიდან არსებობს პრაქტიკა, რომ მთავრობასა და Интер РАО-ს გაფორმებული აქვთ ურთიერთგაგების მემორანდუმი და რიგი საკითხებისა რეგულირებულია ამ მემორანდუმით",-დასძინა ხმალაძემ. რაც შეეხება თვითონ მოლაპარაკების დეტალებს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)