პრეზიდენტი: საპარლამენტო მოდელი გვინდა, ნახევრად საპრეზიდენტო თუ საპრეზიდენტო - შეკვეთა ხალხისგან უნდა აგვეღო
„რა გვინდა?! კონსტიტუციური მონარქია გვინდა, საპარლამენტო მოდელი გვინდა, ნახევრად საპრეზიდენტო გვინდა, საპრეზიდენტო გვინდა ამაზე ხალხთან უნდა დაგვეწყო საუბარი და შეკვეთა საზოგადოებისგან უნდა აგვეღო“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.