|
2017-05-18 13:15:17, 3190 ნახვა
პოლიტიკა სამართალი საზოგადოება კომენტარი Lifestyle სხვადასხვა
თინა ხიდაშელი „ოკუპაციის შესახებ კანონის“ დარღვევის ფაქტებზე შს მინისტრს ღია წერილით მიმართავს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის, მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავს. როგორც ხიდაშელმა წერილში აღნიშნა, "შს უწყება უუნარო აღმოჩნდა კანონი აღესრულებინა და ქვეყანაში მკვეთრად ანტიქართული, დეზინტეგრაციის მომხრე პოლიტიკოსის ვიზიტი თავიდან აეცილებინა". ხიდაშელმა პირადი მითითებებიც გამოაქვეყნა: "კანონი ირღვევა არა საქართველოს საზღვრის თბილისის აეროპორტში გადმოკვეთის დროს, არამედ საქართველოს საზღვრის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოკვეთის დროს. თბილისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის მომენტში, დაკავების მიზეზი დანაშაულზე წასწრება კი არ ხდება, არამედ უკვე, მანამდე ჩადენილი დანაშაულის გამო დაკავება. გარდა ამისა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა რუსეთის ხელისუფლების, მსახიობების, ჟურნალისტების და ცნობილი სახეების სიასაც აქვეყნებს, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდნენ. "აღნიშნულ წერილში საიდუმლო არაფერია, ისევე, როგორც საიდუმლო არ არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბატონი ლუჟკოვის ვოიაჟები, ქვემოთ მითითებული ყველა ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო თქვენს უწყებას აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა არ აღმოაჩნდა და მხოლოდ ბატონი ლუჟკოვის ვიზიტის დასრულების შემდეგ გაარკვია მისი ე.წ. შავ სიაში შეყვანის საკითხი. შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით გიგზავნით ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცნობილი ადამიანის ერთი ოცეულის ვიზიტის შესახებ. ოცეული მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ადამიანებისა, ვინც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს პერიოდულად სტუმრობს და გამოირჩევა ანტიქართული რიტორიკითა და მოქმედებით. ეს ადამიანები, და იური ლუჟკოვის მაგალითზე ეს საუკეთესოდ გამოჩნდა, არა მხოლოდ კანონდამრღვევები არიან, არამედ, რუსული რბილი ძალის ამოცანების საუკეთესო გამავრცელებლები", - მიმართა ხიდაშელმა შს მინისტრს.
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)