|
2017-05-19 12:03:05, 1954 ნახვა
სამართალი კომენტარი
ედიშერ ქარჩავა: არის საკითხები, რომელთა გასაჯაროვებაც შეიძლება, ზიანის მომტანი იყოს
საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ერთის მხრივ, უნდა მოხდეს ე.წ. ციანიდის საქმის ობიექტურად განხილვა და მეორე მხრივ, დაცული უნდა იყოს გიორგი მამალაძისა და სხდომის მონაწილეთა ინტერესები. რაც შეეხება იმას, უნდა დაიხუროს თუ არა არსებითი განხილვის სხდომები, ქარჩავა ამბობს, რომ მხარეთა პოზიციები წარმოაჩენს, რამდენად იყო დასაბუთებული, ან დაუსაბუთებელი დახურვის მოთხოვნა, რის შემდეგაც შეეძლებათ ანალიზის გაკეთება. "დასაბუთებას მოვისმენთ ორივე მხარისგან. მომხრე ვართ, მოხდეს ობიექტური განხილვა. არის საკითხები, რომელთა გასაჯაროვება შეიძლება ზიანის მომტანი იყოს. კარგი იქნება არგუმენტები ბოლომდე მოვისმინოთ და შემდეგ შევაფასოთ",-აღნიშნა ქარჩავამ. ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართება. პროკურატურა დღეს საქმეზე არსებითი სხდომების სრულად დახურვას მოითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)