|
2017-06-10 13:33:41, 2323 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა Birja Mafia-ზე: რაც კლიპში გამოხატეს, ჩემი აზრით, საშინელებაა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ჯგუფ Birja Mafias-ს მიერ გავრცელებული კლიპი, სადაც პოლიციელი გააშარჟეს, სამართალდამცველების მიმართ უპატივცემლობაა. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, საუბარი იმაზე, რომ რეპერები კლიპის გამო დააკავეს, არასერიოზულია. "რაც კლიპში გამოხატეს, ჩემი აზრით, საშინელებაა. ასეთი უპატივცემულობა სამართალდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, მე პირადად ასე ვფიქრობ. თუმცა ამისთვის, მათ პასუხს ვერ აგებინებდნენ და საუბარი იმაზე, რომ - კანონი დავარღვიე მაგრამ რაღაც სხვა მიზეზით მაგებინეს პასუხი, არასერიოზულია", - განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართული რეპ-ჯგუფის Birja Mafia-ს წევრები დააკავეს. დაკავების მიზეზად უწყებაში ჯგუფის წევრებისგან ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ამოღებას ასახელებენ. ჯგუფ Birja Mafia-ს წევრს მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)