02:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 12:47:07, 2136 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: 2025 წლიდან მოსამართლის სრულად უვადო გამწესების წესზე გადავალთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია  მოსამართლეთა გამოსაცდელ ვადას ეხებოდა.

მისივე თქმით, ეს რეკომენდაცია პარლამენტის მხრიდან გათვალისწინებულია.

"კერძოდ, ჩვენ გვქონდა დამატებითი კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან და შევთავაზეთ, ჩაიდოს გარდამავალ დებულებებში დათქმა, რომ პრობაციის პერიოდი მოსამართლეებისთვის მხოლოდ 2025 წლამდე იმოქმედებს. ამის შემდეგ, 2025 წლიდან გადავალთ სრულად  უვადო გამწესების წესზე მოსამართლეებისათვის",-განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სასამარლო სისტემასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის  კიდევ ერთი რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებას, მათ არჩევას ეხებოდა. 

კერძოდ, კობახიძის განმარტებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურიდან გამოირიცხოს.

თუმცა, კობახიძე ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების პროცესში, პარლამენტის როლი გამოკვეთილი უნდა იყოს.

"დღეს როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტი ირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ პარლამენტი გამოვრიცხოთ ამ პროცედურიდან. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, არც ერთი სუბიექტი საქართველოში ამას არ მიესალმება. ვფიქრობთ, პარლამენტის როლი გამოკვეთილი უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების პროცესში,-აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics