|
2017-07-11 14:48:28, 2578 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მზად ვართ, ოპოზიციასთან კონსულტაციები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მეორე მოსმენით მიღებული კონსტიტუციის უკან დაბრუნება გამორიცხულია. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები შემოდგომაზე, მესამე მოსმენით აუცილებლად მიიღება. "ამის პროცედურული და სამართლებრივი შესაძლებლობა არსებობს და ამასთან დაკავშირებითაც შეიძლება კონსულტაციები გვქონდეს. ამისთვის შეგვიძლია, სხვადახვა მექანიზმები გამოვიყენოთ. ეს ტექნიკური დეტალები, მთავარია კონსენსუსის შედგეს. საკონსტიტუციო პროექტთან მიმართებაში, ერთნაირი მიდგომა და პოზიცია გვაქვს. ჩვენ ოპოზიციის წინადადებებს ველოდებით, რომელიც შეიძლება სხვადასხვა საკითხს შეეხებოდეს. თითოეულ ამ საკითხს ყურადღებით მივუდგებით. მათ შორის შეიძლება ყველა საკითხი მოვიაზროთ, რომელიც შეიძლება საკონსტიტუციო ცვლილებებში იყოს ასახული. სუფთა ფურცლიდან მზად ვართ, რომ კონსულტაციები დავიწყოთ. გარკვეული საკითხებია, რომლებიც მმართველ გუნდში კონსენსუსის საფუძველი იყო. ბუნებრივია, ეს საკითხები გადასინჯვის საგანი ვერ გახდება. ანუ, ის ძირითადი საკითხები, რომელიც მმართველი გუნდის შიგნით კონსენსუსის საგანი გახდა. რაც შეეხება პროპორციის ცვლილებას, აქ დიდ პერსპექტივას მარტივი მიზეზის გამო არ ვხედავ. როცა უმრავლესობის შიგნით კონსენსუსის მისაღწევად კონსულტაციების გამართვა დაგვჭირდა, კონსენსუსის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო ის, რომ შემდეგი არჩევნებისთვის 73 ოლქში მაჟორიტარ წესით ჩატარდებოდა. აქედან გამომდინარე, ამ კუთხით რაიმე ცვლილების განხორციელების პერსპექტივა ძალზედ მცირეა", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)