ქუმსიშვილი: მნიშვნელოვანია, საბაჟო პროცედურები იმგვარად ჩამოყალიბდეს, რომ საზღვრის გადაკვეთისას, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაიხარჯოს
„მნიშვნელოვანია, საბაჟო პროცედურები და ინფორმაციის გაცვლა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ საზღვრის გადაკვეთისას, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაიხარჯოს მგზავრებისა და ტვირთის მომსახურებისას", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის პირველი სამმხრივი შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.