19:45 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-03 13:39:51, 2478 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
იზორია: საქართველოს გაერთიანება ჩვენი მთავარი მოტივაციაა და ეს დღე აუცილებლად დადგება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ხელისუფლება იყენებს  საჯარო ტრიბუნებს საერთაშორისო არენებზე, რათა დაგმოს ნებისმიერი აქტიურობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორც იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო მარტო არ არის და მას სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.

„ქვეყნის 20% ოკუპირებულია. შესაბამისად, ყოველთვის, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, მკაცრად ვგმობთ ამ ფაქტს. ვიყენებთ საჯარო ტრიბუნებს  საერთაშორისო არენებზე, რათა დავგმოთ ნებისმიერი აქტიურობა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე.  მკაცრად გავაგრძელებთ მომავალშიც ამ რეგიონების არაღიარების პოლიტიკას და გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა.  მაიკ პენსმა თქვა, რომ აქ ჩამოსვლის მიზანია, არაღიარების პოლიტიკის მკაფიო მხარდაჭერა.

საქართველო მარტო არ არის. საქართველო აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი აშშ-სგან. საქართველო არის სამაგალითო   ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის. ესეც მაიკ პენსის სიტყვებია. ესაა განსაკუთრებული აღიარება, მხარდაჭერა იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს  ბოლო 5 წლის განმავლობაში აქვს. ყველა ქმედება, იქნება ეს ვიზიტი, თუ სხვა,  არის საერთაშორისიო ნორმების დარღვევა, მკაცრად ვგმობთ და ჩვენს გვერდითაა საერთაშორისო თანამეგობრობა“,-განაცხადა იზორიამ.

მინისტრს სჯერა, დადგება დღე, როდესაც საქართველო გამთლიანდება. იზორიას განცხადებით, მთავარია,  იმოქმედონ ცივი გონებით და შეინარჩუნონ სიმშვიდე:

 „ის განცხადება და პათოსი, რომელიც უკავშირდება პერსპექტივაში საქართველოს გაერთიანებას,  ჩვენი მთავარი მოტივაციაა და ეს დღე, როგორც მაიკ პენსმა თქვა, აუცილებლად დადგება საქართველოში. გვაქვს შეთანხმებული პოლიტიკა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომელიც მდგომარეობს მშვიდობის  შენარჩუნებასა და სტაბილურობაში. ის ინტერესი,  ინვესტიციები, მხარდაჭერა, რომელიც დასავლელი პარტნიორებისგან გვაქვს,  ითვალისწინებს უსაფრთხოების განმტკიცებას.  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ცივი გონებით. შევინარჩუნოთ სტაბილურობა და სიმშვიდე, რათა თავიდან ავიცილოთ საფრთხეები. ჩვენი ამოცანაა სწორედ  მშვიდობის შენარჩუნება“,-განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics