|
2017-08-02 11:20:21, 2201 ნახვა
კომენტარი
ნარმანია მერიაში წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმებაზე ინფორმაციას ტყუილს და ცილისწამებას უწოდებს
თბილისის მერი დავით ნარმანია ერთ-ერთი მედიასაშუალების და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიაში წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის აქტივისტები დასაქმდნენ, ტყუილს და ცილისწამებას უწოდებს. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე დავით ნარმანიამ განაცხადა, მას არ მიეცა აღნიშნულ ინფორმაციაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა, რაც არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ეს გამიზნულად ემსახურებოდა საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას. „მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თბილისის მერიაში დასაქმებული თითოეული მოხელე და ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოსამსახურე დანიშნულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. რაც შეეხება 600 ახალი ადამიანის დასაქმებას, ეს ადამიანები არ გახლავთ ახალი კადრები, არამედ საქმე ეხება არსებულ საკადრო რესურსს, რომლთა შტატებიც 1-ლიივლისიდან ამოქმედებული "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალი კანონის თანახმად გაუქმდა და მათ საკუთარი საქმიანობა თბილისის მერიასთან განაგრძეს არა შტატით, არამედ სახელშეკრულებო ურთიერთობებით. მათ შორის არიან: მოვალეობის შემსრულებლები, დამხმარე, ტექნიკური ან დროებითი ფუნქციების განმახორციელებელი კადრები და სხვ. კანონმა ჩვენ პირდაპირ მიგვითითა, რომ გაგვეუქმებინა ასეთი შტატები და მათ თბილისის მერიაში საქმიანობა გაეგრძელებინათ შრომითი ხელშეკრულებებით, რაც შესრულდა დადგენილი წესით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, თბილისის მერია ჩვეულ რეჟიმში, იმავე საშტატო რიცხვოვნობით განაგრძობს ქალაქისთვის სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორც ეს აქამდე იყო. გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო სამი წელია თბილისის მერიაში არათუ იზრდება სახელფასო/საპრემიო ფონდი და თანამშრომლების ოდენობა, არამედ ყოველწიურად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და ეს ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია თითოეული დაინტერესებული პირისათვის. „ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია მერიის საქალაქო სამსახურებში, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმების შესახებ არის დიდი ტყუილი, არაკეთილმოსურნეების მიერ შეთხზული და გამოგონილი კიდევ ერთი ამბავი და მხოლოდ და მხოლოდ მერიის საქმიანობის დისკრედიტაციას ემსახურება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
(NS)
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)