კვირიკაშვილი მაიკ პენსს: თქვენი დახმარების შედეგად საქართველო აღარაა არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა
„თქვენი დახმარების შედეგად საქართველო აღარაა არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა, დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული, ევროპული დემოკრატია“,-ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე -პრეზიდენტს მაიკ პენსს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივ პრესკონფერნციაზე.