22:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 05:14:31, 2069 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: დანაკარგი მძიმეა, როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასე ერთობლივად აღვადგენთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სტიქია ერთობლივი ძალებით დამარცხდება და მეორე დღიდანვე ტყე-პარკის რეაბილიტაცია დაიწყება. 

პრემიერ-მინისტრმა ყველას, ვინც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობეში მონაწილეობს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა. 

კვირიკაშვილის თქმით,  სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მეხანძრე-მაშველებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი იშრომეს. 

„ჩვენმა მეგობრებმა გაგვიწიეს დახმარება, აზერბაიჯანმა, თურქეთმა, სომხეთმა, ბელარუსმა. ბელარუსი. თქვენ ხედავთ მათ წარმომადგენლებს, როგორც ცოცხალ ძალას ასევე ტექნიკას. უნდა ვთქვა, რომ ჩვენი მეგობრებისგან ყოველ წუთს მოდის შემოთავაზება დახმარებაზე. ჩვენ ამ სტიქიას ერთობლივად დავამარცხებთ. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება, შტაბი გააგრძელებს მუშაობას. ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას და მეორე დღიდანვე დავიწყებთ მუშაობას, რომ ეს ტყე-პარკი აღვადგინოთ. დანაკარგი მძიმეა, მაგრამ გული არ გავიტეხოთ, როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ისე ერთობლივად აღვადგენთ. შეიძლება შევქმნათ ფონდი, სადაც, ჩვენი მეგობრების მონაწილეობით, ისევე გავალამაზებთ ამ ბუნებას, როგორც ამ ხანძრამდე იყო. დიდი მოცულობით ფართობი დაიწვა, ჩვენ ამ სტიქიას ბოლომდე დავამარცხებთ და აღვადგენთ ტყე-პარკს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics