|
2017-08-23 06:40:33, 2256 ნახვა
კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი: უმძიმეს ვითარებაში ჩვენი სამხედროების ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, შექმნილ უმძიმეს ვითარებაში, სტიქიის ზონაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედროების ჩართულობა მნიშვნელოვანია. სტიქიის ზონაში სამხედრო შენაერთების გამოყენების თაობაზე პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე ამწუთებში მსჯელობს. პარლამენტმა სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანება უნდა დაამტკიცოს. „მართლაც ამ უმძიმეს ვითარებაში ჩვენი სამხედროების ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია.იცით, რომ გუშინ ატენის ხეობაში ჩვენი სამხედროების საჯარისო შენაერთების და მეხანძრეების თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად, მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. ძალიან რთული ვითარება იყო, გეოგრაფიულად რთულად მისადგომი, გაუვალი ტყე იყო. მიუხედავად ამისა, მათ შეძლეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ გადაწყვეტილების სისწორეს. კომიტეტმა იმსჯელა და მხარი დაუჭირა წარდგინებას“,-აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გუშინ მიმართა. პრეზიდენტი საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებას დაეთანხმა. მან შესაბამისი ბრძანება გამოსცა.
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)