კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოინდომებს, დაბრუნდეს და ფეხი მოიკიდოს იქ, სადაც მათი ფესვებია
დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოინდომებს, დაბრუნდეს და ფეხი მოიკიდოს იქ, სადაც მათი ფესვებია“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მერობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.