კახა კალაძე: ჩვენი ოცნებაა, შვილებს ჰქონდეთ ისეთი საქართველო, რომელიც საუკეთესო ქვეყანა იქნება მთელ მსოფლიოში
“ქვეყნის ძლიერება დამოკიდებულია ეკონომიკურ წინსვლაზე, დემოკრატიულ განვითარებაზე, ძლიერ თვითმმართველობაზე და მთლიანობაში, შემდგარი, თვითკმარი საზოგადოების მოტივაციაზე - აშენოს ქვეყანა, იყოს პროგრესის შემადგენელი ნაწილი”, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.