საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ქართველი და უკრაინელი ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ღონისძიებას 40- მდე ქართველი და უკრაინელი ბავშვი ესწრებოდა, სადაც ბავშვების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ. პროკურორმა ირაკლი შოთაძემ კი, ბავშვებს და მშობლებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.
სტუმრებმა საახალწლო მიღებისთვის პროკურატურის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს.