|
2023-02-26 16:47:56, 1113 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი ევროპარლამენტარებს - შენი უგუნური გადაწყვეტილებების საპასუხოდ, არ უნდა გიკვირდეს, რომ ვიღაცები შეიძლება აგენტებად მონათლონ
გამოდიან ღრმადპატივცემულ ევროპარლამენტში და საქართველოს წინააღმდეგ იღებენ რაღაცას ხომ? - შენ რომ უგუნურ კანონს მიიღებ, უგუნური განზრახვა გექნება ჩემი მისამართით, ჩემგანაც წამოვა შესაბამისი რაღაცა, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა მიტევების მსახურების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ევროპარლამენტარებს "აღარ უნდა უკვირდეთ", რომ მათი "უგუნური გადაწყვეტილებების საპასუხოდ", ვიღაცები შეიძლება აგენტებად მონათლონ. "დღევანდელ მსოფლიოში, რადგან ჭეშმარიტებას ვერსად ვერ ვხედავ, ჩემი ერის სადარაჯოზე დავრჩები ყოველთვის. ჩემი ერი ჩემთვის ყველაზე საყვარელია და გარედან ვინც რა უნდა მითხრას, მივიღებ იმისგან, ვინც ჩვენზე ძალიან ცდილობს, რომ ღმერთთან იყოს, თორემ ადამიანის მოგონილი კანონები ადამიანის კანონებად რჩება და არაფერს არ გვაძლევს. ერმა ღირსება უნდა შეინარჩუნოს დღევანდელ მსოფლიოში. სამწუხაროდ, ყველა ყველასთან ცდება. საქართველოს ამბავი ავიღოთ - იმის გამო, რომ ყველაფერს არ ვუსმენთ ვიღაცებს, ჩვენი ქვეყნის მიმართ დღევანდელ პირობებში... იმიტომ ვლაპარაკობ, რომ მინდა გულიდან ამოვიღოთ ყველამ ყველაფერი. გამოდიან ღრმადპატივცემულ ევროპარლამენტში და საქართველოს წინააღმდეგ იღებენ რაღაცას ხომ? სულ არ მაინტერესებს არც ერთი პოლიტიკური პარტია ამ შემთხვევაში. მე ვხედავ, რომ გამყიდეს იმათმა აგრესორ რუსეთზე, გადამაგდეს. გვკითხეს ქართველებს ჩვენ რა გჭირდება და რა არა, თავისას რომ მიწესებენ. მერე ჩვენგანაც წამოვა, შენ რომ უგუნურ კანონს მიიღებ, უგუნური განზრახვა გექნება ჩემი მისამართით, ჩემგანაც წამოვა შესაბამისი რაღაცა. მერე აღარ უნდა გიკვირდეს, რომ ვიღაცები შეიძლება აგენტებად მონათლონ, ეს ხომ შენი უგუნური გადაწყვეტილებების საპასუხო რეაქციაა. ცოდოები არ არიან, ვინც აგენტების ნუსხაში მოხვდნენ და ის ხომ ცოტა ადამიანი იქნება. ეს ადამიანები იქნებიან, ძირითადად, ვინც გარეთ გადიან და სხვაგან ჩივიან", - განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.
ზარქუა ოპოზიციის ელჩებთან შეხვედრაზე - აგენტურა საკუთარ პატრონებთან ახალი რჩევების მისაღებად მიდის
ყოფილ მაღალჩინოსანთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერები უკონკურენტოდ მოიგო
საია: ვიწროვდება პოლიტიკური გაერთიანებისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობები
ბერა ივანიშვილის ადვოკატმა "ფორმულას" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)