2023-02-27 15:25:53, 643 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საქვაბე აფეთქდა - არიან დაშავებულები
ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, ცეცხლი დამხმარე ნაგებობაში ე.წ. საქვაბეს გაუჩნდა.
მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ორ თანამშრომელს ზედაპირული დაზიანებები აქვს მიღებული, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.



ავტორი: ექსპრესნიუსი,