15:00 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
შს მინისტრის მოადგილეებმა საფრანგეთის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა საფრანგეთის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს. 

 

ნოდარ ხადურმა საფრანგეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას ხვალიდან ელოდებიან

სინოპტიკოსების განცხადებით,  საქართველოს ზოგიერთ რეგიონში  თოვა დღესაც გაგრძელდება. 

კახეთში ავტოტრანსპორტის გადაადგილების მხრივ პრობლემა არ შექმნილა

კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გუშინ ღამიდან ინტენსიურად თოვდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ რეგიონში, იწმინდებოდა გზები და იყრებოდა ტექნიკური მარილი.  

კალა-უშგულის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შსს-ს მაშველებმა ჯვრის უღელტეხილიდან ლატვიელი ტურისტები უვნებლად ჩამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ჯვრის უღელტეხილიდან თოვლში ჩარჩენილო ორი ლატვიელი ტურისტი უვნებლად ჩამოიყვანეს.
 

გუდაური–კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე (დარიალის ხეობა)  ზვავსაშიშროების გამო,  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მლეთა-გუდაურის (ფოსტა) მონაკვეთზე და კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფასანაური-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია.

ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა

საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე  დიდთოვლობის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, მოძრობა კვლავ შეზღუდულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხე-ნინოწმინდის(სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი)  მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.

ალექსანდრე ჭიკაიძე ფრანგ კოლეგასა და ხალხს „შარლი ჰებდო“-ს რედაქციაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულების გამო უსამძიმრებს

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ფრანგ კოლეგას  ბერნარ კაზენიოვს სამძიმრის წერილს უგზავნის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს სატირული ჟურნალის „შარლი ჰებდო“-ს თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგადაც დაშავდა ათზე მეტი და ტრაგიკულად დაიღუპა თორმეტი ადამიანი, მათ შორის პოლიციის ორი ოფიცერი, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს სხვების უსაფრთხოების დასაცავად.

 

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  მოძრაობა ორმხრივად გახსნილია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 30-ე კილომეტრზე. 

ქედა-ბათუმის მაგისტრალზე მიმოსვლა შეზღუდულია
გასულ წელს 30 844 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა
ყაზბეგში ჩარჩენილი რუსეთის მოქალაქეები რუსეთში გადაიყვანეს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში სექსუალური შევიწროების შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსს რეკომენდაციით მიმართა, შეიმუშაოს სექსუალური შევიწროების პრევენციის რეაგირების მექანიზმი, შესაბამისი სანქციების სისტემით, რომელიც სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალ, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შეუქმნის დასაქმებულებს და  სექსუალური შევიწროების რისკს მინიმუმამდე შეამცირებს.

ჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ორი ლიტველი ტურისტია ჩარჩენილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics