გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე დიდთოვლობასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ.
სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას დღეიდან ვარაუდოებენ, თუმცა ყინვა შენარჩუნდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა.
საქართველოს საპატრიარქო ორგანიზაცია ,,იდენტობის,, წევრებისა და ყოფილი ხელმძღვანელის მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით, საშობაო ეპისტოლეს შეფასებასა და "იდენტობის" ოფისთან ხვალ დაგეგმილ აქციას ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის საელჩოში ფრანგული ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმის გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ვაჭარაძისა და ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმული მუქარის ფაქტებს ეხმიანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარემოებების ადეკვატურად შეფასების, ირაკლი ვაჭარაძისა და „იდენტობის“ სხვა თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომების მიღებისაკენ მოუწოდებს.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უამინდობამ პრობლემები შექმნა. რეგიონის მასშტაბით, წყალი არ მიეწოდება ქობულეთის რამდენიმე სოფელს, კერძოდ ზენითის, ალამბრის, მუხაესტატეს, წყავროკას, გვარასა და კონდიდის სოფლებს.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უამინდობის შედეგად შექმნილი მდგომარეობა ამ დროისთვის ასეთია: ბათუმში თოვლის საფარი 15 სანტიმეტრია; ხულოს, შუახევის და ქობულეთის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 60-80 სმ-ს აღწევს, ხოლო დაბაში 30-40 სმ-ს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა პარიზში, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ეწვია და 2015 წლის 7 იანვარს, პარიზში, სატირული ჟურნალის "Charlie Hebdo" რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუდაურიდან-კობის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები სატესტო რეჟიმში დაიწყო.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More