17:20 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-20 20:55:56, 562 ნახვა

საზოგადოება
თბილისში სუპერ თასი ოფიციალურად წარადგინეს

ფეხბურთში ევროპის სუპერ თასის გათამაშებამდე 143 დღით ადრე, პრესტიჟული მატჩის მთავარი სიმბოლო - სუპერ თასი ოფიციალურად   დღეს სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ წარადგინეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე,  ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და თბილისში უეფას სუპერ თასის ოფიციალური ელჩი, ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე ესწრებოდნენ. 

დედაქალაქის  მერის დავით ნარმანიას განცხადებით, წელს თბილისი და მთელი საქართველო  საერთო ევროპული მასშტაბის სპორტულ მოვლენას – ფეხბურთში ევროპის სუპერ თასს უმასპინძლებს.

„საქართველოს დედაქალაქში უეფას სუპერ თასის გამართვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თბილისი, ისევე, როგორც მთელი ჩვენი ქვეყანა, ევროპული სამყაროს განუყოფელი ნაწილია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო უეფას ხელმძღვანელობას ამ დიდი ნდობისათვის, რასაც ჩვენ, რა თქმა უნდა, გავამართლებთ. თბილისის მერია მზადაა, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ევროპელ კოლეგებს, რათა არა მხოლოდ საფეხბურთო მატჩი, არამედ ამ გრანდიოზული მოვლენის ყველა ღონისძიება ჩატარდეს უმაღლეს დონეზე – ისე, როგორც ეკადრება თბილისს, საქართველოს და ჩვენს დიდ საფეხბურთო ტრადიციას“,- აღნიშნა  დავით ნარმანიამ. 

მისი თქმით, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის რეაბილიტაციისათვის დედაქალაქის მერია 13 მილიონ ლარს ხარჯავს. სტადიონის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიური ტემპებით მიმდინარეობს.

უკვე დამონტაჟდა ახალი ტაბლო, სრულად იცვლება სკამები, მონტაჟდება 52 ახალი პროჟექტორი, გახმოვანების ახალი სისტემა და სამეთვალყურეო კამერები. მიმდინარეობს, ასევე, პირველი იარუსის გამაგრებითი სამუშაოები და ხალხთა ნაკადების გამშვები სისტემის, ანუ ე.წ. ტურნიკეტების მონტაჟი.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, დინამო არენის რეაბილიტაცია 2015 წლის ივლისისთვის დასრულდება და დედაქალაქს ექნება ევროპული დონის სტადიონი, რომელიც არაერთი საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობას შეძლებს.

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქმით,  ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ შეხვედრამ ძალიან მაღალ დონეზე ჩაიაროს. 

„ეს არა მარტო ფეხბურთისთვის, სპორტის მოყვარულთათვის ღირსშესანიშნავი და შთამბეჭდავი დღეა, ეს არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი ნაბიჯი საერთო ევროპული ოჯახისკენ. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა უეფას ხელმძღვანელობას ამ მატჩის ორგანიზებისთვის და მონდომებისთვის, რათა ის კონკრეტულად თბილისში ჩატარებულიყო” - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics