ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მაია ჩიტაიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ, დღეს ჭითაწყარში, ინგირში, დარჩელში, კოკსა და ჯიხაშკარში მცხოვრებ 5 სოციალურად დაუცველ ოჯახს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრად სიმბოლური თანხა გადასცა.