14:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 13:12:14, 363 ნახვა

საზოგადოება
ბათუმი სახელმწიფო შესყიდვების ცოდნის გაზიარების მე-11 ფორუმს მასპინძლობს

ბათუმი სახელმწიფო შესყიდვების ცოდნის გაზიარების მე-11 საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ფორუმის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  არჩილ ხაბაძე მიესალმა და აჭარის პოტენციალსა და ელექტრონული მართვის სისტემის დადებით შედეგებზე ისაუბრა.

ფორუმს დაახლოებით 100 ადამიანი ესწრება. მათ შორის 50-მდე შესყიდვებზე პასუხისმგებელი  მთავრობის წევრი 25 ქვეყნიდან (ალბანეთი, სასომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია, ბოსნია, ბულგარეთი და ა.შ.). ფორუმს ასევე ესწრებიან აზიის განვითარების ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. ფორუმი სამ დღეს გაგრძელდება.

სპიკერები და ფორუმის მონაწილეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს, რომელთა მეშვეობითაც დამსწრე საზოგადოებას გააცნობენ მათ გამოცდილებას ამ სფეროში და იმ სისტემებს, რომლებიც მათ ქვეყნებში წარმატებულად დაინერგა. 

ფორუმის მთავარი მიზანიც ეს არის: უზრუნველყოს მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება სახელმწიფო შესყიდვების დაწესებულებებისათვის და სხვა ზედამხედველობის, კონტროლის ფუნქციის მქონდე დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება შესყიდვების ზედამხედველობასა და მონიტორინგზე. 

ასევე ფორუმის მიზანია მხარი დაუჭიროს რეგიონალურ თანამშრომლობას და დემოკრატიულ მმართველობას: მისცეს მონაწილეებს შესაძლებლობა გაიფართოვონ თავიანთი ქსელი ამ სფეროში და მიაღწიონ საერთაშორისო და ორმხრივ დონორთა აქტიურ ჩართულობას და მხარდაჭერას.

“საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მიღწევაა შესყიდვების გამჭვირვალედ და თანამედროვე სისტემით წარმოება. ამ სისტემამ გამორიცხა კორუფციული გარიგებები და ხელი შეუწყო დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრებას. აჭარა საქართველოს გამორჩეული და წარმატებული რეგიონია. აქ საუკეთესო ბიზნეს გარემოა ინვესტიციებისა და ახალი პროექტების განსახორციელებლად. ელექტრონული ტენდერები უცხოელ ინვესტორებს უადვილებს შესყიდვების პროცესში ჩართვას. სწორედ მსგავსი სისტემები უზრუნველყოფენ საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესებისთვის მოსახერხებელ გარემოს და რეგიონის ეკონომიკური ზრდის ინდექსი ყოველ წელს მატულობს”, - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics